Wednesday, December 16, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

დავასრულე პროექტის პორტფოლიო და გამოვაქვეყნე ჩემს ბლოგზე. ყველა მონაწილმ წარადგინა თავისი პროექტი, გავეცანით შექმნილ მასალებს. ძალიან საინტერესო და სანახაობრივი დღე იყო.

კარგი პროექტი გამოვიდა. ბავშვები მაქსიმალურად იყვნენ ჩართული პროცესში. მე გავიღრმავე პროექტზე მუშაობის უნარ-ჩვევები. ბევრი საინტერესო მასალა მოვიპოვეთ ჩვენი თემის გარშემო. ტრენერი კარგად გვიხსნიდა თითოეული დღის მიზანს. სურვილი მაქვს კიდევ მივიღო მონაწილეობა მსგავს ტრენინგებში.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

Saturday, December 5, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

მოვამზადე მოსწავლის პრეზენტაცია,  გამოვაქვეყნე ბლოგზე, შევქმენი შეფასების რუბრიკა საჭირო კრიტერიუმების მიხედვით.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი _ პრეზენტაცია


Wednesday, December 2, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე

დღეს ვისწავლე ელექტრონული პრეზენტაციის ბლოგზე გამოქვეყნება. საკმაოდ რთული და საინტერესოა. იმედია დამოუკიდებლადაც მოვახერხებ ყველაფრის გაკეთებას. 

სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია


Saturday, November 28, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე

დავამუშავეთ მიმართულების მიმცემი შეკითხვები, შევქმენით პროქტის შეფასების დროის ჩარჩო.

დავიწყე პორტფოლიოს პრეზენტაციაზე მუშაობა. 

Wednesday, November 25, 2015

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მიზანი იყო სასწავლო პროექტის გეგმის შემუშავება. ავირჩიე თემა და კლასი.
სასწავლო გეგმის მიხედვით სტანდარტები,გეგმის შინაარსი, მიზანი, რა შედეგს ველოდი ამ პროექტიდან, ამიტომ ვიმუშავე მიმართულების მიმცემ კითხვებზე.

Saturday, November 21, 2015

ტრენინგის მეორე დღე

გილოცავთ მთავარაანგელოზობას:)

დღეს განვიხილეთ ბუკლეტის, გაზეთის და პრეზენტაციების დანიშნულება პროექტზე მუშაობის დროს. 

Wednesday, November 18, 2015

ტრენინგის პირველი დღე

დავიწყეთ ახალი კურსის ტრენინგი, ინტელის სასწავლო კურსი პროექტებით სწავლება. გავეცანით მიზნებსა და მოთხოვნებს.